ახალი ამბები

ანონსი – 21 სექტემბერი

20 სექტემბერი, 2016 • 1381
ანონსი – 21 სექტემბერი

 

09:30 – ქორთიარდ მარიოტში ჩატარდება კონფერენცია „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“,  რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება.

11:00 – “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი პროკურატურიs მიერ გავრცელებულ 26 მაისის ახალ კადრებზე, მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.


11:00 – ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისი მერიოტი” გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნებასთან“. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები რელიგიურ გაერთიანებებს აცნობენ საკუთარ ხედვას საქართველოში რელიგიისთავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, ასევე პასუხებენ შეკითხვებსგანხილულ თემაზე და ისმენენ შეფასებებს.

11:00 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი გიორგი  ჟორჟოლიანი პროკურატურის უმოქმედობასთან და  დაზარალებული მოქალაქეების უფლეებების უგულებელყოფასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.


11:00 – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისშიპრესკონფერენცია გაიმართება. თემა: მიმდინარე პერიოდში წინასაარჩევნო დარღვევები და გამოკვეთილი ტენდენციები.


11:00 – იუსტიციის სამინისტროს სსიპ„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური პარტნიორი და კომპანიის სერვისების მიმწოდებელი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმებას იუსტიციის სამინისტროში მოეწერება ხელი. დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია გლობალურ პროექტებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელშეწყობით განახორციელებს.


 

11:30 – “პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ზურაბ ქადაგიძე მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.


11:30 –  სააგენტო “კვირაში”, პარტია “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსის მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები”.


12:00 – “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება; რატომ არ უნდა იქნას კანონპროექტი ამ სახით მიღებული და როგორი პოლიტიკა უნდა წარიმართოს ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა შესამცირებლად.


13:00 – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  ჯეოლაბში სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლისათასწლეულის ინოვაციისაცხადებს კონკურსს.  ინოვაციის კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამისაუკეთესო გუნდი საქართველოსმასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების,ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველოსფეროში, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში.


13:00 – ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისი მერიოტი”  გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტია “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები რელიგიურ გაერთიანებებს აცნობენ საკუთარ ხედვას საქართველოში რელიგიისთავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, ასევე პასუხებენ შეკითხვებსგანხილულ თემაზე და ისმენენ შეფასებებს.


13:30 –  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე არქიტექტორებს შეხვდება. მისამართი: ვაკის პარკში არსებულ მედიათეკა. შეხვედრის თემა: თბილისის სივრცითი განვითარების პერსპექტივა.


18:30 –  ბლოკ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალო #6 ოლქში მამუკა კაციტაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება. ლოკაცია: კოსტავას ქუჩა, სკვერი, მაკდონალდსის მიმდებარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი