ახალი ამბები

“ქართული ოცნება” “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას” ხვდება

19 სექტემბერი, 2016 • 1726
“ქართული ოცნება” “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას” ხვდება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში” შემავალ ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებიან პარტიის აღმასრულებლებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე პარტიის წევრები, თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.

პლატფორმის წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტიის წევრებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მემორანდუმის მოთოხვნების შესახებ უნდა ესაუბრონ.

“ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ სადამსჯელო პოლიტიკიდან გადავიდეთ ზრუნვაზე ორიენტირებულ და ჯანდაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებზე ნარკოპოლიტიკაში,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილია პლატფორმა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩაწერილი გეგმებით, წიქარიშვილი ამბობს, რომ კითხვები ამასთან დაკავშირებითაც აქვთ:

“პროგრამაში ჩაწერილი ის ფრაზები, რომ მოხდება მსუბუქ ნარკოტიკებზე სასჯელის ლიბერალიზაცია, საკმაოდ ბუნდოვანია. შესაბამისად, ეს კითხვებიც გვქენება დღეს – შევეცდებით დავადგინოთ, რა იგულისხმება ამ ამბივალენტურ ფრაზებში,”- განაცხადა მან.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა და 33 არასამთავრობო ორგანიზაციას და მოძრაობას აერთიანებს.

მათი ძირითადი მოთხოვნებია:

[checklist]

  • ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა;
  • მცირე ოდენობის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (გარდა მოხმარების პროცესისა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა);
  • ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი