ახალი ამბები

ივანიშვილი: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვაკეთებდი, მაგრამ გამაჩერეს

24 მაისი, 2012 • 1098
ივანიშვილი: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვაკეთებდი, მაგრამ გამაჩერეს

ბიძინა ივანიშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მუნიციპალური ჰოსპიტალის გაკეთების საშუალება მას ხელისუფლებამ არ მისცა.

 

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვაკეთებდი, 30 მილიონი დოლარი ჩავდე, მაგრამ გამაჩერეს. 4 მილიონი ევრო მარტო პროექტში გადავიხადე, გერმანელებმა გააკეთეს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.

 

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პროექტით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნებოდა საუნივერსიტეტო კლინიკა და იქვე უნდა გადასულიყო სამედიცინო უნივერსიტეტი.

“დღემდე არ ვიცი, რატომ შემიშალეს ხელი, მაგრამ სადაც მონოპოლიებია, იქ ბიზნესს კარგავდნენ, როგორც ჩანს, ვიღაცეები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

“ქართული ოცნების” ლიდერმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამა გააკრიტიკა, რომლის ფარგლებშიც  გაიხსნა საქართველოს რეგიონებში ახალი საავადმყოფოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი