ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის კონგრესის კომისიის მოსმენაზე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს

16 სექტემბერი, 2016 • 1382
აშშ-ის კონგრესის კომისიის მოსმენაზე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს

აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა საკითხების კომისიაში მოსმენების მონაწილეებმა დასავლეთის ქვეყნებს აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების მიღებისკენ მოუწოდეს.

“აზერბაიჯანში შეინიშნება რეპრესიების ზრდა საკონსტიტუციო რეფორმების წინ”, -ამბობენ კომისიის მოსმენების მონაწილეები. მათ მოუწოდეს დასავლეთის ქვეყნებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღევებზე უფრო მკაცრი რეაგირებისკენ.

2016 წლის 15 სექეტმბერს აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიაზე, სადაც მონაწილეებმა აზერბაიჯანის შესახებ ისაუბრეს, სიტყვით [ვიდეოჩართვის საშუალებით] გამოვიდნენ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ოპოზიციის ლიდერის, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის შვილი თიურქელ ქერიმლი და აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში რიჩარდ კოზლარიჩი.

გამოსვლის დროს მონაწილეებმა  აღნიშნეს, რომ “2014 წლის შემდეგ აზერბაიჯანის ხელსუფლებამ გააძლიერა განსახვავებული აზრის დევნა, ჟურნალისტების დაკავება, პოლიტიკური ოპოზიციის, რელიგიური მოღვაწეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა.  დღეს კი განსხვავებული აზრის გამო 100-ზე მეტი რჩება ციხეში”.

თიურქელ ქერიმლი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, სანქციები გამოიყენოს აზერბაიჯანში კონკრეტული ჩინოვნიკების მიმართ:

“დასავლეთმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, აჩვენოს აზერბაიჯანს, რომ ასეთი ქმედებები დაუშვებელია”.

“მდუმარე დიპლომატია არ ამართლებს. შედეგად, პოლიტპატიმრები ვაჭრობის საგანი გახდნენ. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ღია, საჯარო პოლიტიკა”, – ამბობს აშშ-ს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში რიჩარდ კოზლარიჩი.

Gerald Knaus from Anders Nielsen on Vimeo.

მასალების გადაბეჭდვის წესი