ახალი ამბები

სად ჩატარდება 2020 წლის ოლიმპიადა

24 მაისი, 2012 • 3567
სად ჩატარდება 2020 წლის ოლიმპიადა

შორთ-ლისთი კანადის ქალაქ კვებეკში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

ოლიმპიადას თურქეთი (სტამბული), იაპონია (ტოკიო) ან ესპანეთი (მადრიდი) უმასპინძლებს. ჩამონათვალიდან ამოვარდა აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო და კატარის დედაქალაქი დოჰა.

გამარჯვებული ქალაქის ვინაობა ცნობილი 2013 წლის 7 სექტემბერს გახდება.

ჩამოთვლილი ქალაქებიდან ტოკიომ 1964 წელს ერთხელ უკვე უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს, სტამბულსა და მადრიდში კი ოლიმპიადა არასოდეს ჩატარებულა.

დოჰამ და ბაქომ უარი ზედიზედ მეორეჯერ მიიღეს, მათ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაც სურდათ, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით რიო–დე–ჟანეიროში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, დოჰამ მიიღო დასტური და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ტურნირის მასპინძელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი