ახალი ამბები

პოლიცია #53-ე სკოლის ბოლო ზარის მონაწილეებით დაინტერესდა

23 მაისი, 2012 • 1334
პოლიცია  #53-ე სკოლის ბოლო ზარის მონაწილეებით დაინტერესდა

#35–ე სკოლაში ბავშვები საატესტატო გამოცდებს აბარებდნენ, როდესაც სასწავლო ნაწილმა აცნობა, რომ ორი მათგანის შესახებ პოლიციამ ინფორმაცია, კერძოდ, მათი პირადი ნომრები და მშობლების სამუშაო ადგილის შესახებ მონაცემები მოითხოვა. ორივე ბავშვი #53–ე სკოლიდანაა გადმოსული და იმ ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობდა, რომელიც სკოლის ბოლო ზარზე აჩვენეს.

“ჩვენ მთელი დღეა სკოლაში ვართ, მეტი არაფერი გაგვიგია, მშობლებს ველაპარაკეთ და მათ არავინ დაკავშირებიათ, არც ის ვიცით, რაში დაჭირდათ ჩვენ შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებს ერთ–ერთი მოსწავლე.  მისივე თქმით, თუკი ამ ამბავს რაიმე გაგრძელება მოყვა, ბავშვები რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი ზეწოლა არ უგრძვნიათ და არც გამოცდებზე შექმნიათ პრობლემა.

ბოლო ზარზე ნაჩვენებ ვიდეოში მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ტარას შავშიშვილის უსამართლო მოპყრობას აპროტესტებდნენ ბავშვების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი