ახალი ამბები

ბაქრაძე პარლამენტში ქუთაისელების დასაქმებაზე საუბრობს [Video]

23 მაისი, 2012 • 1071
ბაქრაძე პარლამენტში ქუთაისელების დასაქმებაზე საუბრობს [Video]

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადასვლა იქნება ”ძალიან დიდი, კონკრეტული შეღავათი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ცდილობს დასაქმებას სახელმწიფო სექტორში ქუთაისში”. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ქუთაისში ვიზიტის დროს გააკეთა.

 

ბაქრაძის თქმით, პარლამენტის აპარატის სტაჟიორები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლის შემდეგ, ნაწილობრივ ამ ადამიანებით დაკომპლექტება პარლამენტის აპარატი. პარლამენტი სტაჟირებას მაისის ბოლოს გამოაცხადებს.

 

დღესვე, ქუთაისში ვიზიტის დროს, გაფორმდა მემორანდუმი ქუთაისის ორ უნივერსიტეტსა და პარლამენტს შორის, რომლის თანახმად, წარმატებული ბაკალავრები ახალ პარლამენტში ერთთვიან პრაქტიკას, ხოლო მაგისტრები ექვსთვიან სტაჟირებას გაივლიან.

 

ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე ამბობს, რომ მათი სტუდენტები აქამდეც გადიოდნენ სტაჟირებას თბილისში, პარლამენტში:

 

”რამდენიმემ დღეს დაამთავრა ორკვირიანი სტაჟირება, მაგრამ პერსპექტივა, რომელიც მომავალი წლიდან მიეცემათ ჩვენს სტუდენტებს, გაცილებით მასშტაბური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია.“

„ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა დასაქმების პრობლემაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება. ქუთაისი დიდი პერსპექტივების ქალაქი ხდება და ის ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ მიდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში სამსახურის საპოვნელად,  ეს უკვე აღარ მოუწევთ და ადგილზე დასაქმება შეეძლებათ,“ – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

 

საქართველოს პარლამენტის ახალ შენობას ქუთაისში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმის ფონზე გახსნის.

ბაქრაძე ქუთაისში
ბაქრაძე ქუთაისში

მასალების გადაბეჭდვის წესი