ახალი ამბები

მარჯანიშვილის მოედანი გადაკეტეს

23 მაისი, 2012 • 1139
მარჯანიშვილის მოედანი გადაკეტეს

დღეიდან გადაკეტილია თბილისში მარჯანიშვილის მოედანი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამის მიზეზი  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია.

“ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ მერიის ცხელ ხაზს 272 22 22.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი