ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა უკვე შეუძლია

22 მაისი, 2012 • 959
ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა უკვე შეუძლია

სესიამდე კი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით დაზუსტდა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა და საქართველოში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება.   

კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი, რომელიც გარდამავალ დებულებებში ჩაიწერება.

კერძოდ, საბოლოო რედაქციით, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან (21 წლიდან) ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება 29–ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, ვინც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თუმცა, ახალი რედაქციით, ეს ცვლილებები არ შეეხება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი