ახალი ამბები

საქართველო 96:68 სლოვაკეთი – ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ითამაშებენ

14 სექტემბერი, 2016 • 1687
საქართველო 96:68 სლოვაკეთი – ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ითამაშებენ

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფის მეხუთე ბოლოსწინა შეხვედრაში სლოვაკეთი ანგარიშით 96:68 დაამარცხა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი შეხვედრა კიდევ აქვს დარჩენილი, სლოვაკეთის ნაკრებთან გამარჯვებით ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტის საგზური უკვე მოიპოვეს.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომლმაც 31 ქულა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრები დღეს ღამით მონტენეგროში გაემგზავრება. 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, უკანასკნელ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ჯგუფის ფავორიტ მონტენეგროსთან გამართავავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი