ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენა გაიმართება

22 მაისი, 2012 • • 1030
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენა გაიმართება

კუბლაშვილი პავლე
კუბლაშვილი პავლე

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახში ჩატარდება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენა გაიმართება.

“პირს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და, შესაბამისად, გახდება პარლამენტის წევრი, ექნება საშუალება, დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობები, რომელიც განსაზღვრულია 29–ე მუხლში – პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ–მინისტრის თანამდებობები. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

 

რაც შეეხება რედაქციას, ის მესამე მოსმენაზე დაზუსტდება”, – აღნიშნავს კუბლაშვილი და აქვე დასძენს, რომ ეს გარდამავალ დებულებებში ჩაიწერება და არ შეეხება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდეტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, ვინც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა, 109 ხმით ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნული პირები ამ უფლებით ისარგებლებენ 2014 წლის პირველ იანვრამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი