ახალი ამბები

ქალდანი გვარამიას და ბურჭულაძეს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობის შესახებ

14 სექტემბერი, 2016 • 1340
ქალდანი გვარამიას და ბურჭულაძეს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დღეს, 14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზეც ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი. ინსპექტორი  მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას, მიაწოდონ ინფორმაცია  კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ.

ამასთან, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თამარ ქალდანი  ჩანაწერის გამავრცელებელ მედიასაშუალებას სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ჩანაწერის მოპოვების წყაროს შესახებ  კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტიით.

“საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების,  სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედიასაშუალებას,” – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

შსს-მ გამოძიებაპირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახური ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს – ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

“აღშნული ბრალდება არის უსაფუძვლო, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გარვრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა ის მოპოვებული და გავრცელებული, ამას დაადგენს გამოძიება. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სმაინისტრომ,”- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი