ახალი ამბები

ანონსი -14 სექტემბერი

14 სექტემბერი, 2016 • 1249
ანონსი -14 სექტემბერი

09:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ (შავთელისქ. 13), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციოუშიშროების რეგიონალური სემინარი გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოუმასპინძლებს.

11:00-ზე, „პირველის პრესკლუბში“ “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური საგანგებო ბრიფინგს გამართავს. გაავრცელებს განცხადებას და ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და დარღვევები, დისკრედიტაციის მცდელობა პოლიციის მიმართ, მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00-ზე “პირველის პრესკლუბში” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეაფასებს, ასევე ისაუბრებს სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12.00. პარტია “მემარცხენე ალიანსი.“პარტია “მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავჭალის №20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობისკანდიდატი ელზა ჯმუხაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.

13:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისშიგაიმართება ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდის www.partiebi.ge-ს პრეზენტაცია.

13:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო  მრგვალი მაგიდა თემაზე – რუსეთი, საქართველო და დასავლეთი.  მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ თუ რომელი მოდელია უკეთესი საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის: პრო-დასავლური, პრო-რუსული თუ ნეიტრალური.

მის: რუსთაველის გამზ. #14, მე-2 სართ. ბ. 10. (სადარბაზოდან შესასვლელი ბესიკის ქუჩიდან).

14.00 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია”საქართველო”. გიორგი გეგეჩკორი-ჩუღურეთის რაიონისმაჟორიტარული ოლქის  დეპუტატობის კანდიდატი. მედეა მახარაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.

15:45 საათზე თბილისი მარიოტში (რუსთაველის ქ. 13; ballroom), გაიმართება “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი