ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს 3200 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი გადასცა

13 სექტემბერი, 2016 • 1491
თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს 3200 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი გადასცა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს თბილისში 3200 კვ.მ-მდე ტერიტორია გადაეცა. კენჭისყრა ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა.

უძრავი ქონება ორ მიწის ნაკვეთს, სანდრო ეულისა და ნაფეტვარისკენ მიმავალ გზაზე არსებულ 1642 კვ.მ ფართობსა და ქინძმარაულის ქუჩის 53 ნომერში მდებარე 1156 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კარლო ლაფერაძის თქმით, ორივე მიწის ნაკვეთს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტაძრების მშენებლობისთვის გამოიყენებს:

“საკითხი დამუშავებულია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილობა ტერიტორიის, სივრცის და მისი ზონარობის შესაბამისად საკითხი განხილულია. პარალელურად, საკითხი განიხილა რელიგიის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ და მათ მიერ დადებითი რეკომენდაციაა გაცემული” – ამბობს კარლო ლაფრეაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი