აქცია დავით-გარეჯის დასაცავად[video-photo]

”დავით გარეჯი საქართველოა!” -ამ ლოზუნგით დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად დღეს, 20 მაისს, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისში, ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომდე. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. 

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია ”შავფაროსნები” და ”დაიცავი დავით გარეჯი”. ისიმი,  თავდაპირველად, აქციის მოწყობას აზერბაიჯანის საელჩოსთანაც გეგმავდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს.

ორგანიზატორებმა ორი მიმართვა შეიმუშავეს: ერთის ადრესატია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ჰუსეინი, ხოლო მეორის – საქართველოს საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

აქციის ორგანიზატორებმა აზერბაიჯანის ელჩს მოუწოდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ  დავით გარეჯის ტერიტორიაზე 6 მაისამდე არსებული სტატუს-კვო აღადგინოს, რათა მომლოცველებმა და ტურისტებმა შეუფერხებლად შეძლონ მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 31 მაისს აღინიშნება წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე და ქართველ მორწმუენეებს აქვთ ბუნებრივი უფლება და სურვილი, მოილოცონ სამონოსტრო კომპლექსში შემავალი ყველა სიწმინდე. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნიული საკითხი ურთიერთპატივისცემისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდება.

მოძრაობა “დაიცავი დავით გარეჯისა” და ქართული საბრძოლო ხელოვნების  ფედერაცია ”შავფაროსნების” წევრები საგარეო საქმეთა სამინსიტროსგან მოითხოვენ, უწყებამ წარმოადგინოს ის დოკუმენტები და არგუმენტირებული პოზიზიცია, რის საფუძველზეც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძენ განაცხადა, რომ დავით გარეჯის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

აქციის ორგანიზატორები დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა მოლაპარაკების და დოკუმენტის გასაჯაროვებას ითხოვენ.

მშვიდობიანი მსვლელბა ვაკის პარკიდან, დაახლოებით, 14:40 სათზე დაიწყო. მონაწილეები სკანდირებდნენ – ”დავით გარეჯი საქართველოა!”, ”საქართველო! საქართველო! საქართველო!…”, ”გარეჯი! გარეჯი! გარეჯი!” 

აქციაში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge