ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად აქცია განახლდება

19 მაისი, 2012 • 2924
გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად აქცია განახლდება

“გუდიაშვილის მოედანი ისევ საფრთხეშია…” – ამ სლოგანით 20 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

პროტესტის მიზეზი 19 მაისს გუდიაშვილის #2 დაწყებული სამუშაოებია, რომელიც აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და უკანონო ქმედებაა.

“მოედანზე არსებული შენობების მფლობელის – ირაო მაგნატ გუდიაშვილის – დაპირების მიუხედავად, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რაც მოედანზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით გადაიდგმებოდა, საჯარო გახდებოდა, დაირღვა”, წერენ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მოქალაქეები, რომელთა შორის არიან “თბილისის ჰამქრის” წევრები.

19 მაისს, მას შემდეგ რაც გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც სამუშაოები შეჩერდა.

მოქალაქეებმა გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, 20 მაისიდან  კი გუდიაშვილის #2-თან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის განსაჯაროებას საპროტეტსო აქციებით მოითხოვენ.

მოქალაქეები აქციის ორგანიზებისთვის სოციალურ ქსელ ფეისბუქს იყენებენ, ისევე როგორც წინა აქციების დროს. მანიფესტი! როგორც მინიფესტი! ამ სათაურით აქციის ანონსი უკვე გამოქვეყნდა. 

 

“თბილისის განვითარების ფონდსა” და   კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ შორის ხელშეკრულება ცოტა ხნის წინათ გაფორმდა, რომლის თანახმად ინვესტორი უფლებამოსილია, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელოს”.

 

მოქალაქეები, რომლებმაც დღეს გუდიაშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ამბობენ, რომ სამუსაოების მწარმოებლებმა პატრულს ვერნაიაირ დოკუმენტი ვერ წარუდგინეს. 

გუდიაშვილის #2 ში მდებარე ცისფერი შენობა
გუდიაშვილის #2 ში მდებარე ცისფერი შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი