ახალი ამბები

ქუმსიშვილი: ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში საბაჟო ტარიფების გარეშე შევა

13 სექტემბერი, 2016 • 1379
ქუმსიშვილი: ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში საბაჟო ტარიფების გარეშე შევა

ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში საბაჟო ტარიფების გარეშე შევა – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 სექტემბერს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პრაქტიკულად ჩვენი პროდუქციის და მომსaხურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებელობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი