ახალი ამბები

გეი ქორწინების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია მექსიკაში

12 სექტემბერი, 2016 • 2168
გეი ქორწინების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია მექსიკაში

ლგბტ თემის წარმომდგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა მექსიკაში მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა დედაქალაქის საკათედრო ტაძართან მას შემდეგ მოეწყო, რაც შაბათს საპროტესტო აქცია გაიმართა ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერთა მსვლელობა მექსიკის 16 ქალაქში გაიმართა.  დემონსტრანტებს თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერით: “მე პატივს ვცემ შენს ოჯახს, შენ პატივი ეცი ჩემსას”.

მაისში პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებდა.

გეი ქორწინება ამჟამად ნებადართულია მეხიკოში, ასევე, სამ შტატში.

შაბათს გამართული საპროტესტო მსვლელობა გეი ქორწინების წინააღმდეგ ორგანიზებული იყო კათოლიკური ორგანიზაციის მიერ, თუმცა  მეხიკოს კარდინალი ნორმერტო რივერა კარერა უარყოფს აზრს, რომ საპროტესტო გამოსვლების უკან კათოლიკური ეკლესია დგას.

იმის მიუხედავად, რომ მეხიკოს კარდინალი უარყოფს კათოლიკური ეკლესიის როლს შაბათს ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინაღმდეგ გამართულ  საპროტესტო მსვლელობებში, რამდენიმე შტატში შენიშნეს სამღვდელო პირები – წერს BBC.
მსგავსი მასშტაბის აქცია-მსვლელობა მეხიკოში 1930 წლის სამოქალაქო ომის შემდგომ არ ჩატარებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი