ახალი ამბები

კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს

12 სექტემბერი, 2016 • 1447
კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს

11 სექტემბერს კონფლიქტის ზონიდან გორის რაიონის სოფელ კოშკას მაცხოვრებელი, 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუს-ის ცნობით, ვალიკო ხიზანიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც ტელეკომპანია “იმედს” ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დაკავებული ცხინვალშია გადაყვანილი:

“სოფლის საქონელი ჰყავდა საძოვარზე. მეც წავედი, საჭმელი მივუტანე. საქონელი იქეთ გადავიდა და გადაყვა, რომ მოებრუნებინა. დავინახე, რომ იქეთ ვიღაცას ელაპარაკებოდა. ცოტა ხნის მერე, რომ არ გამოჩნდა, დავეჭვდი და მეც გადავედი. იქ აღარავინ დამხვდა,”- ამბობს ქეთი უტერაშვილი, გატაცებულის ცოლი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

“ეს უკუპაციის მორიგი გამოვლინებაა. საუბედუროდ, ადგილბორივებს რეგულარულად აკავებენ. საკმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაწყებულია პროცედურა, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ეს ადამიანი,” – აღნიშნავს ციხელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი