ახალი ამბები

15 წელი ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან – აშშ-ში 11 სექტემბერს იხსენებენ

11 სექტემბერი, 2016 • 4914
15 წელი ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან – აშშ-ში 11 სექტემბერს იხსენებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხარი ტერაქტიდან 15 წელიწადი გავიდა.

ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” წევრებმა 4 სამგზავრო ბოინგი გაიტაცეს. ნიუ-იორკის დროით 08:46 საათზე, 2 მათგანი “ტყუპების” სახელით ცნობილი სავაჭრო ცეტრის ცათამბჯენებს შეაჯახეს. შეჯახების შედეგად შენობები ჩამოინგრა, რასაც 2,753 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონის შტაბ-ბინას დაეჯახა, ხოლო მეოთხე, რომელსაც გეზი ვაშინგტონისაკენ ჰქონდა აღებული, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ჯამში, ტერაქტს 2,996 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 ტერორისტი, 400 პოლიციის ოფიცერი და მეხანძრე. 6000-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის დაგეგმვაში აშშ “ალ-ქაიდას” ლიდერს, ოსამა ბინ ლადენს სდებდა ბრალს, რომელიც ამერიკულმა სპეცდანაყოფებმა 2011 წელს პაკისტანში მოკლეს.

დღეს დაღუპულთათვის პატივის მისაგებად აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო პირები 11 სექტემბრის მემორიალთან შეიკრიბებიან. ცერემონიას დაესწრებიან ასევე საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი, რომელიც 2001 წელს ნიო-იორკის შტატის გუბერნატორი იყო.

მუშები სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს წმენდენ. 19 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

მუშები სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს წმენდენ. 19 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

თავისუფლების ქანდაკებიდან დანახული ნიუ იორკი. 12 სექტემებრი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

თავისუფლების ქანდაკებიდან დანახული ნიუ იორკი. 12 სექტემებრი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

მუშები სავაჭრო ცენტრის განგრევებს წმენდენ. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

მუშები სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს წმენდენ. ტერაქტს 3000-მდე ადამიანი შეეწირა. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/BETH A. KEISER / POOL

მუშები სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს წმენდენ. ტერაქტს 3000-მდე ადამიანი შეეწირა. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/BETH A. KEISER / POOL

თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ აალებული ცათამბჯენი. 11 სექტემბერს ტერორისტემა "ტყუპების" სახელით ცნობილი 2 სავაჭრო ცენტრი ააფეთქეს. 11 სეტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/NEW YORK CITY POLICE

თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ აალებული ცათამბჯენი. 11 სექტემბერს ტერორისტემა “ტყუპების” სახელით ცნობილი 2 სავაჭრო ცენტრი ააფეთქეს. 11 სეტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/NEW YORK CITY POLICE

მოხალისე მუშა დანგრეული კონსტრუქციის გაწმენდაში იღებს მონაწილეობას. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

მოხალისე მუშა დანგრეული კონსტრუქციის გაწმენდაში იღებს მონაწილეობას. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე

“9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა.

დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას უცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის,” – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტთან მოქალაქეებმა დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY

სამგლოვიარო მარში. 2007 წლის 11 სექტემბერი. ფოტო: EPA/JUSTIN LANE

სამგლოვიარო მარში. 2007 წლის 11 სექტემბერი. ფოტო: EPA/JUSTIN LANE

მასალების გადაბეჭდვის წესი