ახალი ამბები

ბურჭულაძე ლაგაზიძის ბრალდებებზე: მე ვაპატიე მას და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს

11 სექტემბერი, 2016 • 1368
ბურჭულაძე ლაგაზიძის ბრალდებებზე: მე ვაპატიე მას და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს

“რამდენიმე დღეში ქალბატონ ხათუნას გაუვლის ეს [განრისხება] და ძალიან ინანებს. მე ვაპატიე მას… მე ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებსაც, რომ აპატიონ და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს,” – ასე უპასუხა პაატა ბურულაძემ ჟურნალისტების კითხვებს პარტიის ყოფილი წევრის ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებების შესახებ.

პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ლაგაზიძემ პარტიული სიის შედგენაში მონაწილება მიიღო და მისთვის ცნობილი იყო პარტიის გადაწყვეტილების შესახებ.

“ეს განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მან იცოდა ეს [პარტიული სია], რადგან ჩვენს ეს გუნდურად განვიხილეთ და ვთქვით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები. მოლაპარაკეები ისედაც ძალიან ბევრი არიან პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე, არ იცინ,” – ამბობს ბურჭულაძე.

საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 8 სექტემბერს საარჩევნო სია წარადგინა, რომელშიც არ არის ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო. ლაგაზიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ მან პარტია დატოვა და ამის მიზეზად ბურჭულაძის მხრიდან არაკეთილსინდისიერი გარიგებები დაასახელა.

2016 წლის 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი