ახალი ამბებიხელოვნება

2016 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვებულები დააჯილდოეს

11 სექტემბერი, 2016 • 1343
2016 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვებულები დააჯილდოეს

წლის საუკეთესო ფილმისათვის ოქროს ლომის ჯილდოს ვენეციის რიგით 73-ე კინოფესტივალზე ფილიპინელი რეჟისორი, ლავ დიაზი დაეპატრონა. შავ-თეთრი დრამა სახელწოდებით “ქალი, რომელიც წავიდა” (The Woman Who Left) ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დააჯილდოეს.

ფილმის მოგვითხრობს შურისძიების სურვილით გამსჭვალულ სკოლის მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ციხეში 30 წელი უდანაშაულოდ გაატარა. რეჟისორმა გამარჯვება ფილიპინელ ხალხს და მათ მიერ კოლონიზაციის დროს გამოვლილი ტანჯვას მიუძღვნა. ამ კატეგორიაში კიდევ 20 ფილმი იყო წარდგენილი.

ფესტივალზე პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ჟიურის პრიზი დიზაინერმა ტომ ფორდმა მიიღო ფილმისათვის “ღამის ცხოველები” (Nocturnal Animals)
ტომ ფორდი. ფოტო: EPA/CLAUDIO ONORATI

ტომ ფორდი. ფოტო: EPA/CLAUDIO ONORATI

  • საუკეთესო რეჟისორის პრიზი ორმა რეჟისორმა გადაინაწილა: ერთი რუს ანდრეი კონჩალოვსკის ხვდა წილად ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ფილმისათვის “სამოთხე” (Paradise), ხოლო მეორე- მექსიკელ ამატ ესკალანტეს ფილმისათვის “მოუთვინიერებელი” (La Region Salvaje)
  • საუკეთესო კაცი მსახიობი ოსკარ მარტინეზი გახდა, ხოლო ქალი- ემა სტოუნი.
ოსკარ მარტინეზი. ფოტო: EPA/CLAUDIO ONORATI

ოსკარ მარტინეზი. ფოტო: EPA/CLAUDIO ONORATI

  • მარჩელო მასტროიანის პრიზი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის კატეგორიაში გერმანელ მსახიობს, პაყლა ბირს გადაეცა.
პაოლა ბირი. ფოტო: EPA/ETTORE FERRARI

პაოლა ბირი. ფოტო: EPA/ETTORE FERRARI

  • საუკეთესო სცენარისათვის ნოა ოპენჰაიმი დაჯილდოვდა.
  • ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ასევე ლილი ამირპურს ფილმისათვის “ცუდი პარტია” (The Bad Batch).

მასალების გადაბეჭდვის წესი