ახალი ამბები

რატომ სცემეს მსვლელობის მონაწილენი [Video]

19 მაისი, 2012 • 1046
რატომ სცემეს მსვლელობის მონაწილენი [Video]

დღეს, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეები ყვებიან იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც აქციის დროს მოხდა.

მაგდა გაბრიჩიძე, „იდენტობის“ წევრი: 

„როდესაც ფილარმონიიდან მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ გავაგრძელეთ, დაახლოებით მაკდონალდსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათ მრევლი დაგვხვდა. მათ შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც რუსთაველზე მოდიოდნენ. მალევე გადაგვიკეტეს გზა და ჩვენი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

მათგან ერთ-ერთი, გელა დემეტრაშვილს, ჩვენი ორგანიზაციის წევრს უკნიდან მიეპარა და ისეთი სიძლიერით ჩაარტყა ფეხი, რომ გელა ძირს დაეცა.

ამ დროს პატრულს ვურეკავდით, მაგრამ მხოლოდ 15 წუთის შემდეგ მოვიდა. ამასობაში გელას მეორედ დაარტყეს და პატრულმაც დაინახა ეს. პატრულის თანამშრომლები თავიდან ჩვენ მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილები, თუმცა მალევე აგრესიულები გახდნენ და ისევ ჩვენი წევრები დააკავეს.

როდესაც პატრულის მანქანაში სვამდნენ, მე მივედი და გავაპროტესტე, რატომ მიგყავთ– მეთქი. ამ დროს პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი მომკიდა, დიდი სიძლიერით მომიქნია და იქვე, გაჩერებაზე რაღაც ბოძს მიმანარცხა.”

 „ეს იმათ ვძულვართ, ჩვენ გვიყვარან. არ ვიცი, რატომ მოხდა ასეთი აგრესიული ფაქტი. ძალიან სტერეოტიპულად და ცუდად მიაწოდეს ხალხს, ეგონათ, ეს იყო გეიაღლუმი, ეს არ იყო გეიაღლუმი, ეს იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და ვამბობდით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, -ამბობს დღევანდელი აქციის ერთ- ერთი თანაორგანიზატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი