ახალი ამბები

ანონსი – 11 სექტემბერი

11 სექტემბერი, 2016 • 1314
ანონსი – 11 სექტემბერი

14:00 ამერიკის მეგობართა კლუბი 11 სექტემბერს განახორციელებს პროექტს  „თავისუფლების ხე“, რომელიც ეძღვნება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მეთხუთმეტე წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფოტო გამოფენა და 9/11-ისადმი მიძღვნილი მატჩი ბეისბოლში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკელი მეხანძრეების პატივსაცემად, სოლიდარობის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები. ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები. მისამართი: ასათიანის ქ. 7ა. (ბენდელას სახელობის სტადიონი). საკონტაქტო პირი: ილია ზუკაკიშვილი, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი – მობ: 597 34 55 00

17:00 საათიდან, სასტუმრო Holiday Inn-ის მიმდებარედ არსებულ პარკინგზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ქუჩის კალათბურთის ორდღიანი ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართება. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დააჯილდოვებს.

20:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მერე ვნახოთ რა იქნება“ პრემიერას დაესწრება. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი