ახალი ამბები

იმერლიშვილი: იმედი მაქვს, შევძლებთ აღვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა

10 სექტემბერი, 2016 • 1418
იმერლიშვილი: იმედი მაქვს, შევძლებთ აღვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ახალი მოსამართლეები საკონტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეძლებენ.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი მოსამართლეები, ოთხი მოსამართლე, რომლებიც ახლა დაინიშნებიან, რა თქმა უნდა,  ძველ მოსამართლეებთან, ჩვენ კოლეგებთან ერთად, შევძლებთ იმას, რომ აღვადგინოთ რეპუტაცია და ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ,“ – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერეჩხილაძე დანიშნა. იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, გიორგი კვერენჩხილაძე კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს გასდის უფლებამოსილების ვადა. ორი მათგანი – კონსტანტინე ვარძელაშვილი და გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნული, შესაბამისად, მათი შემცვლელებიც პრეზიდენტმა დანიშნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი