ახალი ამბები

ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლო შიდა და გარე ზეწოლას განიცდის

10 სექტემბერი, 2016 • 1217
ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლო შიდა და გარე ზეწოლას განიცდის

ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჰერდის თორგეირსდოტირიმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარე და შიდა ზეწოლის ფაქტებს განიცდის.

ამის შესახებ მან განცხადება  ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში” საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

„ვენეციის კომისიისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ხაზს ვუსვამთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამარლოს დამოუკიდებლობას. ის არის უმაღლესი სასამართლო ქვეყანაში, რომელიც არის კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტი. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები და არ განიცდიდნენ ზემოქმედებას პოლიტიკოსების მხრიდან, რომ მათ შეეძლოთ, კანონის დაცვა ყოველგვარი გარე ზეწოლის კანონის უზენაესობისათვის, საზოგადოების ინტერესეისათვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის,“ – განაცხადა ჰერდის თორგეირსდოტირიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი