ახალი ამბები

პრეზიდენტმა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე საკონსტიტუციოს მოსამართლეებად დანიშნა

10 სექტემბერი, 2016 • 1754
პრეზიდენტმა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე საკონსტიტუციოს მოსამართლეებად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

მოსამართლეები გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დაასახელა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორივე მოსამართლე მაღალი პროფესიონალიზმით და პრინციპულობით გამოირჩევა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არა მხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები- ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, როგორც მაღალი კვალიფიკაცია- გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, ხოლო გიორგი კვერენჩხილაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი