ახალი ამბები

პრემიერმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა

9 სექტემბერი, 2016 • 1638
პრემიერმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა

ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად, ხოლო ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნენ – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ისინი ამ დრომდე ამავე სამინისტროებში მინისტრების მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარტია “ქართული ოცნების” სიის მეორე ნომრად დასახელდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კი მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი