Interviewsახალი ამბები

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ჟურნალისტები ვერ ესწრებიან

8 სექტემბერი, 2016 • 1641
“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ჟურნალისტები ვერ ესწრებიან

პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე მისული ჟურნალისტები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას, პრეზენტაციის სივრცისგან მოშორებით არიან განთავსებული.

ჟურნალისტებისა და პრეზენტაციის მონაწილეთა შორის  ბარიკადები და მუქი ფერის ფარდებია. პრეზენტაციას ჟურნალისტები თვალს სპეციალურად მათთვის განთავსებულ მონიტორზე ადევნებენ, შესაბამისად, მათ არ მიეცათ შეხვედრაზე კითხვების დასმის საშუალება.

14249279_1436490893047235_1261735306_n

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეს კონკრეტული ფორმატი შეირჩა.

“ჩვენ სხვადასხვა ფორმატს გამოვიყენებთ საარჩევნო პერიოდში. დღეს იყო კონკრეტული, ჩვენ მიერ შერჩეული ძალიან კარგი ფორმატი. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ღონისძიება სწორედ ამ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც შეირჩა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი