ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სიის ათეულში მისი შვილია

8 სექტემბერი, 2016 • 3287
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სიის ათეულში მისი შვილია

საარჩევნო ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო სიის პირველი ათეული საჯარო გახადა. სიაში მეოთხე ადგილზე ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძეა.

სია ასე გამოიყურება:

1.ნინო  ბურჯანაძე.

2. დიმიტრი ლორთქიფანიძე.

3.  გრიგოლ ბარამიძე.

4. ანზორ ბიწაძე.

5. გიორგი ახვლედიანი.

6. ნანა დევდარიანი.

7.  ოთარ თავართქილაძე.

8. ბესიკ დანელია.

9.  მანანა სალუქვაძე.

10. ისაკო ცქიფურიშვილი.

 

„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობა დიდ პატივს სცემს და თავადაც მზად არიან, რომ ყველაფერი იღონონ საქართველოს კეთილდღეობისათვის. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინა ისეთი გუნდი, რომელიც ნამდვილად ღირსია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისა და ნდობის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, რომ ორივე ბიულეტენში, როგორც პარტიულში, ასევე მაჟორიტარულში, შემოხაზავს ნომერ 3-ს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი