ახალი ამბები

134 მილიონ ლარამდე ხარჯი პარლამენტის ახალი შენობისთვის [Photo]

19 მაისი, 2012 • 1672
134 მილიონ ლარამდე ხარჯი პარლამენტის ახალი შენობისთვის [Photo]

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის პროცესი საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, ისინი ადგილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

მუშები აცხადებენ, რომ უკვე დაასრულეს სარემონტო სამუშაოები სხდომათა დარბაზში, სადაც 26 მაისს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

ამჟამად ძირითადი სამუშაოები გარე პერიმეტრზე ხორციელდება: მიმდინარეობს შენობის გადახურვა, მისასვლელი გზის მოწესრიგება, გამწვანება და პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს საცხოვრებელი სახლების ფასადების ცვლა.

პარლამენტის წინ დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები უნდა გაიმართოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  პარლამენტის შენობის სრული კომპლექსის მშენებლობა რეგიონული ფონდიდან ფინანსდება. 

ფინანსთა სამინისტროს  ინფორმაციით, 2009 წელს მშენებლობისთვის 5 000 000 ლარი დაიხარჯა, 2010 წელს– 68 000 000 ლარი, 2011 წელს კი– 60 000 000 ლარი. 

ბოლო მონაცემებით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის სულ 133 700 000 ლარია დახარჯული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი