ახალი ამბებიხელოვნება

ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურული ინსტიტუტის რუკაზე აღინიშნა

8 სექტემბერი, 2016 • 3552
ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურული ინსტიტუტის რუკაზე აღინიშნა

კულტურის სამინისტროს ცნობით, ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების – Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდა.

ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც გუგლის კულტურული ინსტიტუტის წევრია. დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი – ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან გუგლის ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი; გუგლის ონლაინ დათვალიერების ტექნოლოგია იძლევა საშუალებას ქართულ შედევრებთან ერთად მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც ნახოს.

პირველი გამოფენა რეპრესირებული მხატვარს, ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელს პეტრე ოცხელს მიეძღვნა. ვირტუალური გამოფენა ხელოვანის 40 ნამუშევარს აერთიანებს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს.

საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კავკასიის რეგიონში მეოთხე მუზეუმია, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი