ახალი ამბები

ანონსი – 8 სექტემბერი

7 სექტემბერი, 2016 • 1794
ანონსი – 8 სექტემბერი

ნეტგაზეთი წარმოგიდგენთ 8 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

 


08:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის მედიისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური. მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი/ბიუროს ოთახი, B კორპუსი, II სართული.


09:00 ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან. პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, მედიას შესაძლებლობა ექნება გააშუქოს შეხვედრის მხოლოდ გახსნითი ნაწილი. მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, 0 სართული.


09:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სივრცითი მონაცემების საჰაერო საშუალებებით მოპოვებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიების ფარგლებში ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით ქ.ბათუმის საჰაერო გადაღება განხორციელდება. მისამართი: ბათუმი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“. საკონტაქტო პირები: ეკა ერგემლიძე – 577620301; ნონა კვასტიანი – 591010024.


10:30 საათზე, გაიმართება „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიას დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, დიმიტრი გულიას #3.


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “რესპუბლიკური პარტიის” მთაწმინდის რაიონის №1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


11:30 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი და უწყების დელეგაცია, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მისამართი: თბილისი, ვ.გორგასლის 83ა.


11:00 საათზე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი, თამარ ჩუგოშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ერეკლე მეორე #3.


12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი და მოქანდაკე მერაბ გაგლოევი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ მხარდაჭერა; სამხრეთ ამერიკის „მერკოსურის“ (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) ქვეყნების ბიზნეს-ფორუმი; პელეს ვიზიტი, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი „პელეს თასზე“; ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


12:00 საათზე, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც შეაფასებს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში განათლების მიმართულების განხილვას. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ 12 ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც საქმიანობს 2013 წლიდან. მისი მისიაა ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის განვითარებას საქართველოში. პრესკონფერენცია გამიმართება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში. მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. 5


12 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ ცენტრში, ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება. მის: სიმულალციის ეროვნული სასწავლო ცენტრი, აღმაშენებლის მე12 კილომეტრი. საკონტაქტო პირები: მეგი თამაზაშვილი – 558212821; ნათია თევდორაშვილი – 593187771.


მასალების გადაბეჭდვის წესი