ახალი ამბები

საქართველო მონტენეგროსთან 2 ქულით დამარცხდა

7 სექტემბერი, 2016 • 1264
საქართველო მონტენეგროსთან 2 ქულით დამარცხდა

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარ კონკურენტთან, მონტენეგროსთან დაძაბულ შეხვედრაში 2 ქულით (74:76) დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ზაზა ფაჩულია დასახელდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი 22 ქულით დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ალბანეთთან 10 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი