ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

7 სექტემბერი, 2016 • 2416
საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციას კახაბერ კიკნაველიძე დაიკავებს. კიკნაველიძე შეცვლის მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს. ის 2008 წლიდან საქართველოს ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა.

კახა კიკნაველიძემ კარიერა საქართველოს ბანკში 1994 წელს დაიწყო ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში. 2008 წლიდან დღემდე ის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე კიკნაველიძე ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“, საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანიის სამეთვალყურე საბჭოს წევრი. კახა კიკნაველიძე ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის, „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამ პოზიციას დატოვებს 2016 წლის ბოლომდე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი