ლიბერალური ინტერნაციონალის წევრებმა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს გამაოგნებელი უწოდეს

საქართველოში კოალიცია “ქართული ოცნების” მოწვევით ლიბერალური ინტერნაციონალის 17– კაციანი დელეგაცია იმყოფება.

საქართველოში კოალიცია “ქართული ოცნების” მოწვევით ლიბერალური ინტერნაციონალის 17– კაციანი დელეგაცია იმყოფება.

ლიბერალური ინტერნაციონალი წარმოადგენს მსოფლიოს ლიბერალური პარტიების გაერთიანებას, რომლის წევრიც საქართველოდან რესპუბლიკური პარტიაცაა.

დელეგაციაში შედიან პარლამენტარები დიდი ბრიტანეთიდან , შვედეთიდან, მაკედონიიდან.

დღეს დელეგაციის წევრები  კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და  რესბულიკური პარტიის თაბმჯდომარე თავიდ უსუფაშვილს შეხვდნენ.

ივანიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა ის საკითხი გააცნეს დელეგაციის წვერებს,  რომელიც კოალიციის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ აქვს.

შვედეთის პარლამენტის წარმოამდგენლმა  აბილ ალ საჰლანიმ, რომელიც დელეგაციის წევრია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  საუბარი შეეხო ახალ საარჩევნო კოდექსსაც.

“ევროკავშრმა ვენეციის კომისია იმიტომ დააარსა,  რომ მისი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული და მორგებული ქვეყნის საარჩევნო გარემოს. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ის არის, რომ საზოგადოების თოთოეულ წევრს ჰქონდეს არჩევნებში თავისუფალი მონაწილეობის უფლება.შეშფოთების საფუძველს იძლევა დღეს საქართველოში ის გარემოება, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პირებს მეტი უფლება ენიჭებათ და ხდება წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაშინება. საქართელოს ხალხმა დაიმსახურა, მიიღოს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, ამისთვის კი უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო”, – განაცხადა აბილ ალ საჰლანიმ.

დელეგაციის წევრები ივანიშვილის მოქალაქეობის საკთხსაც შეეხნენ. ლიბერალური ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა ემილ კირიასიმ განაცხადა, რომ “ეს არის გამაოგნებელი” და   ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებში ძნელი წარმოსადგენია მსგავსი ფაქტი.

უსუფაშვილის ცნობით, ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაცია დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოთო დალაქიშვილი