ახალი ამბები

აგვისტოში ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” 5 593 420 ლარი შესწირეს

7 სექტემბერი, 2016 • 1249
აგვისტოში ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” 5 593 420 ლარი შესწირეს

აგვისტოს თვეში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 7 742 021 ლარის შემოწირულობა მიიღეს. ყველაზე მეტი თანხა: 5,5 მილიონზე მეტი ლარი ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” შესწირეს. მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის (662 014 ლარი), მესამეზე – ენმ (475 824 ლარი), მეოთხეზე პატრიოტთა ალიანსი (267 207 ლარი), მეხუთეზე – თავისუფალი დემოკრატები (115 550 ლარი).

 

Screen Shot 2016-09-07 at 12.25.22 PM

მმართველ პარტიას  13-მა იურიუდიულმა პირმა ჯამში 950 ათასი ლარი შესწირა, დანარჩენი კი 449 ფიზიკურმა პირმა .

ქართულ ოცნებას 13-მა კომპანიამ 2016 წლის აგვისტოში 950 ათასი ლარი შესწირა

ქართულ ოცნებას 13-მა კომპანიამ 2016 წლის აგვისტოში 950 ათასი ლარი შესწირა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი