ახალი ამბები

ანონსი – 7 სექტემბერი

7 სექტემბერი, 2016 • 1109
ანონსი – 7 სექტემბერი
09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00-ზე “პირველის პრესკლუიბში” “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30-ზე “პირველის პრესკლიბში” “ეროვნული ფორუმის” გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, პროგრამა, მიზნები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00-ze “პირველის პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომრე ნიკოლოზ მჟავaნაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა მიზანს ისახავს “ნაციონალური მოძრაობის” ფორსირებული შეტევა კახი კალაძეზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

13:00 საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

13 საათზე “მემარცხენე ალიანსის” ერთერთი ლიდერი არჩილ ბენიძე და პარტიის წარმომადგენლები ცეესკოში საარჩევნო კოდექსის თანახმად შეიტანენ პარტიულ და მაჟორიტარ კანდიდათა სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.

14:00საათზე – ვიცე-პრემიერი/ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართევლი სუხლან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში, ქვესადგურის „ქსანი 500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.

14:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი იან ვეიმინი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. აკ.წერეთლის გამზ.#144, თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი