ახალი ამბები

ტიმოშენკო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

9 მაისი, 2012 • 1060
ტიმოშენკო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას  ИТАР-ТАСС ავრცელებს.

მას ბერლინის ერთ–ერთი კლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი ლუც ჰარმსი უმკურნალებს. თუმცა, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილის განცხადებით, მკურნალობის დაწყება ჯერ ვერ ხერხდება:

“იმის გამო, რომ დედა შიმშილობდა, მკურნალობის დაწყება ვერ ხერხდება. ექიმი ჯერ შეეცდება, ის მდგომარეობიდან გამოიყვანოს, რასაც 10 დღიდან ორი კვირამდე პერიოდი დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება თერაპიული მკურნალობა”, – განაცხადა ექს–პრემიერის ქალიშვილმა.

იულია ტიმოშენკომ შიმშილობა ციხეში 20 აპრილს დაიწყო, რითაც მის მიმართ სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი