ახალი ამბები

თამთა ლიპარტელიანის მამა ბრეივიკის პროცესს დაესწრება

9 მაისი, 2012 • 1027
თამთა ლიპარტელიანის მამა ბრეივიკის პროცესს დაესწრება
ბრეივიკი
ბრეივიკი

ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერაქტისას დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გაემგზავრა.

მან 9 მაისს, გამთენიისას, აეროპორტში განაცხადა, რომ ოსლოს სასამართლოში ბრეივისკითვის სასჯელის უმაღლეს ზომას- სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

ნორვეგიის კანონმდებლობით სასჯელის უმაღლესი ზომა 21- წლიანი პატიმრობაა.

ბრეივიკის საქმის განხილვა ოსლოს სასამართლოში აპრილში დაიწყო. სასამართლო თითოეული მსხვერპლის საქმეს ცალკ-ცალკე იხილავს.

ნორვეგიელმა მემარჯვენე რადიკალმა ანდრეს ბრეივიკმა შარშან ნორვეგიის კუნძულ უტიოაზე და ოსლოს ცენტრში აფეთქებების შედეგად 77 ადამიანი იმსხვერპლა.  კუნძულ უტოიაზე გაარდაცვლილთა შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანიც.
ეჭვმიტანილი მომხდარში თავს დამნაშავედ არ თვლის, თუმცა არ უარყოფს აფეთქებების ორგანიზებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი