ახალი ამბები

ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა – თბილისის მერია

6 სექტემბერი, 2016 • 1159
ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა – თბილისის მერია

ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის განცხადებით, ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44- დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლად რეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი.

ასევე, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც.

“ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი