ახალი ამბები

მერია: თბილისში 10 ახალი ავტობუსი სექტემბრის ბოლოდან ივლის [ფოტო]

6 სექტემბერი, 2016 • 3162
მერია: თბილისში 10 ახალი ავტობუსი სექტემბრის ბოლოდან ივლის [ფოტო]

თბილისში სექტემბრის ბოლოს 10 ახალი ავტობუსი ჩამოვა, თებერვლის ბოლომდე კი, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი უნდა ჩამოვიდეს –  ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განცხადებით, 10 ახალი ავტობუსი N61 ავტობუსს ჩაანაცვლებს და იმავე მარშრუტით ივლის (ბარათაშვილის ქუჩა – ვაკე-ბაგები). ბილეთის ფასი კვლავ 50 თეთრი იქნება.

ავტობუსი 85 ადამიანს იტევს, აქედან 33 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსის სიგრძე 12 მეტრია.

პრესსამსახურში ასევე გვაცნობეს, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია კონდინციონერით. ავტობუსები ბუნებრივ აირზე მუშაობს.

ახალი ავტობუსები მერიამ EBRD-ის გრძელვდიანი სესხით შეიძინა. კერძოდ, მერიის ცნობით, ავტობუსების შეძენასა და ჩამოტანას მოხმარდება 7 მილიონი ევროს ოდენობით გრატი და 27 მილიონი ევროს ოდენობით გრძელვადიანი სესხი.

კიდევ ერთი სიახლე, რაც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, არის ის, რომ სავალდებულო გახდება როგორც ძველი, ასევე ახალი ავტობუსების მძღოლების სამუშაოს დაწყების წინ სამედიცინო შემოწმება. პრესსამსახურის ცნობით, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

ახალი ავტობუსი. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ფოტო

მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კომპანია MAN-მა გაიმარჯვა, რომელმაც, თბილისის მერიის განცხადებით, “დააკმაყოფილა ყველა ტექნიკური პირობა და მოთხოვნა”.

დავით ნარმანია მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიისგენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში “MAN Truck & Bus AG”-ის ქარხანაში ახალი ავტობუსების აწყობის პროცესის გასაცნობად იმყოფებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი