ახალი ამბები

აზერბაიჯანში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

7 მაისი, 2012 • • 1121
აზერბაიჯანში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონიდან 10 კილომეტრში დღეს, 7 მაისს, 18:15 საათზე, მორიგი, 5.6 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

იგივე სიძლიერის მიწისძვრა ზაქათალას სიახლოვეს დღეს დილით, 8:40 საათზეც მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალადან 17 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც ბიძგებმა 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.    

მისიწქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა არიან დაშავებულები. შენობების დიდი ნაწილი დაიბზარა.

როგორც “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივი წყაროების ცნობით, მიწისძვრის შედეგად ზაქათალაში დანგრეულია რამდენიმე შენობა, მოსახლეობა პანიკაში და მიწისქვეშა ბიძგების განმეორების მოლოდინშია.  აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პირველ ბიძგებს ეპიცენტრში ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვა არ მოჰყოლია, ზუსტდება მონაცემები 1 საათის წინ მომხდარი მიწისძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი