ახალი ამბები

ელისო ბოლქვაძე აპროტესტებს მისი კადრების ნიკა რურუას საარჩევნო კლიპში გამოყენებას

6 სექტემბერი, 2016 • 1753
ელისო ბოლქვაძე აპროტესტებს მისი კადრების ნიკა რურუას საარჩევნო კლიპში გამოყენებას

პიანისტი ელისო ბოლქვაძე მისი ამსახველი კადრების ნიკა რურუას საარჩევნო კლიპში გამოყენებას აპროტესტებს. ნიკა რურუა მთაწმინდაზე ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატია. რურუას  საარჩევნო კლიპებში მოცემულია ის კონცერტები, რომელთა ორგანიზებაში კულტურის ყოფილი მინისტრი იყო ჩართული. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კლიპში ფიგურირებს ბოლქვაძის [2011 წლის] კონცერტი:

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საჯარო კადრები, მე ვფიქრობ, მინიმუმ არაკორექტულია, რომ ჩემი სახე გამოიყენონ და მე არ მკითხონ  პოლიტიკური პარტიებმა თუ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და მაჟორიტარად იყრიან კენჭს. ჩემი ურთიერთობის ერთადერთი ენა არის მუსიკა და მშივდობის ენა.  მე არ მოვისაზრებ ჩემ თავს და არ ვდგავარ ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან ახლოს და არც მათი წარმომადგენელი ვარ”, – განაცხადა ბოლქვაძემ ტელეკომპანია იმედთან სატელეფონო საუბარში.

ნიკა რურუა პიანისტის საპასუხოდ ამბობს, რომ ვიდეოდან ბოლქვაძის კადრს ამოიღებენ.

“აქ ადამიანის სახელი და გვარი არ გამოგვიყენებია. ჩვენ უბრალოდ ვაჩვენეთ: გარდა იმისა, რომ ვაკეთებდით ქართულ სეზონს, გარდა იმისა, რომ ვეხმარებოდით ქართულ კინოს, ლიტერატურას, ასევე ვეხმარობდით მუსიკას. მე აქ მიუღებელს ვერაფერს ვხედავ და თუ ადმაიანს ერთი წამით [ვიდეოში] გამოჩენა არ უნდა, პრობლემა არ არის იმასაც ამოვჭრით”, – ამბობს რურუა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი