ახალი ამბები

ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი: ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა

5 სექტემბერი, 2016 • 1442
ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი: ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა

საქართველოსთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარსელ კოლერი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა სტუმრებს გაუმართლათ.

“პირველ ტაიმში ჩვენ საკმაოდ მშვიდად და პროფესიონალურად ვითამაშეთ. ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც, თუმცა დაცვაში იყო გარკვეულ იხარვეზები და საქართველოს მალევე ჰქონდა რამდენიმე შანსი. მეორე ტაიმში დაგვერღვა თამაშის რიტმი და იმატა შეცდომებმა. გვქონდა მესამე გოლის გატანის შანსი, თუმცა მარკ იანკოს დარტმული გიორგი ლორიამ მოიგერია. ქართველი გუშლშემატკივრების ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბოლოს გაგვიმართლა კიდეც. საბოლოოდ, მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილები ვართ,” – ამბობს კოლერი.

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ თვლის, რომ ვინც დღეს მოედანზე იყო მათი შემადგენლობიდან, ყველ გამოცდილი ფეხბურთელია: “გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავდა საქართველოს ნაკრების სახით. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენთვის გამარჯვება ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი იყო.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ სად დაინახა საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდ პრობლემა და აქვს თუ არა ასეთი თამაშით ვლადიმერ ვაისის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რაიმე შანსი, ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელი ამბობს:

“ვფიქრობ, ჩემი დავალება არ არის საქართველოს ნაკრების პლიუსებზე და მინუსებზე მსჯელობა. მათ ჰყავთ ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები. ვიცით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრამვირებულ ჰყავთ. მათი დაბრუნების შემეგ, საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება.”

დღეს, 5 სექტემბერს, 2018 წლის მსოფლიოს შესარჩევის D-ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი დინამო არენაზე ავსტრიასთან 1:2 დათმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი