ახალი ამბები

ანონსი: 6 სექტემბერი

5 სექტემბერი, 2016 • 1396
ანონსი: 6 სექტემბერი

10:00 სასტუმროთბილისი მარიოტშისაქართველოლიტვის მთავრობათაშორისი კომისიისსხდომა გაიმართება,  რომლის  მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

10:30 “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”

11:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.  

11:00 “პირველის პრესკლუბში” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “აფბა” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის ანალიზი დასაქმების ნაწილში; “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 9 წელიწადში 90,000–ით შეამცირა, 4 წელიწადში 130,000–ით გაზრდას პირდება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად
გახსნის.
მისამართი: ბუდაპეშტის ქ. #28, თბილისი

12.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ პრესკონფერენციას გამართავს. სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწე  ანზორ გოთუა. თემა. სოციალურ-პოლიტიკური საკითხები.

12:00 საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ბუდაპეშტის ქუჩის N6-თან გამგეობის მიერ  რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას დაესწრებიან ვეტერანი ფეხბურთელები.

მისამართი: ბუდაპეშტის ქუჩა N 6-ის მიმდებარედ,

13:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია “საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელები” პრესკონფერენციას გამართავს. თეიმურაზ ხაჩიშვილი. თემა: “ტერიტორიული მთლიანობისაღდგენა დაიწყება და დამთავრდება ერთ წელიწადში დევნილების ღირსეული დაბრუნებით.

13:00 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი  დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებებს გადასცემს.

13:30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია “მომავალი საქართველო”.იორგი ლაღიძე  პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი. მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან და საარჩევნო პროგრამის  შეფასების მიზნით პრესკონფერენციას გამართავს.

14:00 საზოგადოებრივ პრესცენტრში, პარტია “მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ავჭალის #20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელზა ჯმუხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მოქალაქეების ინტერესების დასაცავად პარტია “მემარცხენე ალიანსის” ინიციატივები, რომლებიც ან ღიად მიითვისა ან არ განახორციელა ხელისუფლებამ.

15:00 სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ტრანსპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლის მიზანია სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთობლივი დიალოგის გამართვა. შეხვედრაზე იმსჯელებენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე მოხდება იმ პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

11:15 “პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნების” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანია, პროგრამა, ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული,

18:00 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე, მოსახლეობასთან პირველ შეხვედრას გამართავს.

მისამართი : ქ.თბილისი. გლდანის ა მიკრო-რაიონი. ფ. მოსულიშვილის ქუჩა. 136-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერი.

19:00 საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულო საქართველოში მოლდოვას დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას გამართავს.

21;00 ქალაქ ფოთში, ფაზისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება ჯგუფ ბანისა და ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი;

მისამართი: რუსთაველის რკალის მიმდებარე ტერიტორია, ახალ თეატრთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი