ახალი ამბები

ევროპარლამენტის კომიტეტმა (LIBE) საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დაუჭირა

5 სექტემბერი, 2016 • 1641
ევროპარლამენტის კომიტეტმა (LIBE) საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულების და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

კენჭრისყრის შედეგების მიხედვით საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 5 დეპუტატი იყო.

საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ევროპარლამენტში დარჩენილი იყო კენჭისყრა LIBE-ის კომიტეტზე და ამჟამინდელი ვითარებით რჩება მხოლოდ კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟმის გაუქმებისთვის ასევე სჭირდება საბჭოს მწვანე შუქი. არაერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, საქართველოს საკითხი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ევროკავშირი, შემოიღოს სავიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმი. ეს საკითხი ასევე განიხილება ევროპულ ინსტიტუციებში.

როგორც ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწრაფი შეჩერების მექანიზმი ძალაში შევა, საქართველოს საკითხიც გადაწყდება. უცნობია, როდის მოხერხდება ამ ყველაფრის დასრულება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით ახსენა “ადრეული შემოდგომა”, ხოლო თბილისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაირემა- სექტემბრის მეორე ნახევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი