ახალი ამბები

“სამეფო კარის თამაშები გორში” – ოქრუაშვილის თანაგუნდელი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

5 სექტემბერი, 2016 • 1368
“სამეფო კარის თამაშები გორში” – ოქრუაშვილის თანაგუნდელი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

10 მომხრე/3 მოწინააღმდეგე – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადაყენებულია. ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი და გორის საკრებულოშიც სწორედ ქართული პარტიის სახელით მოხვდა.

“საკრებულოში 2014 წლის 2 აგვისტოს შემოვედით. იქიდან მოყოლებული “ქართული ოცნება” მტრობასა და ქიშპობაშია ჩვენთან. ბევრჯერ ვცადეთ მე და ჩემმა გუნდმა, ხელი გავუმართეთ, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩასაფრებულ პოზიციაში არიან”, – განაცხადა მეტრეველმა. “ქართულ ოცნებას” 15-მანდატიან საკრებულოში 6 წევრი ჰყავს.

რამდენიმე დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ენმ-ის წევრი მინდია გოდერძიშვილი ამბობს, რომ თავმჯდომარის შეცვლა გორის საკრებულოში ვითარებას ვერ გამოასწორებს:

 

“ეს არის “ოცნების” გუნდის “სამეფო კარის თამაშები”. ამ ყველაფრის ერთადერთი წამალი არის არჩევნები”, – თქვა გოდერძიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი