ახალი ამბები

რადიო თავისუფლება: იოჰანეს ჰანი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას 2016 წლის ბოლოსთვის იმედოვნებს

3 სექტემბერი, 2016 • 1582
რადიო თავისუფლება: იოჰანეს ჰანი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას 2016 წლის ბოლოსთვის იმედოვნებს

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებენ.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულისებში მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლაზე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობა ოქტომბერ-ნოემბერში იქნება, ხოლო უვიზო მიმოსვლას მოქალაქეები გვიან ზამთარში შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი