ახალი ამბები

პრეზიდენტის გადასაღებად მესხიშვილის თეატრში ჟურნალისტები არ შეუშვეს

2 მაისი, 2012 • 1022
პრეზიდენტის გადასაღებად მესხიშვილის თეატრში ჟურნალისტები არ შეუშვეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის რეაბილიტირებულ თეატრში, რომელიც დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და სადაც სიტყვით გამოვიდა, ნაციონალური მაუწყებლების გარდა, სხვა მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

გაზეთ “ვერიისა” და ადგილობრივი რადიოს “ძველი ქალაქის” კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე ამბობს, რომ ის თეატრის შენობაში პრეზიდენტის დაცვამ არ შეუშვა. იგივე პრობლება შეექმნათ ტელეკომპანია “მაესტროს”, ადგილობრივი გაზეთების –”ახალი გაზეთისა” და “P.S.”-ის ჟურნალისტებს.

“ჩვენამდე შეუშვეს “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” ჟურნალისტები და როდესაც ვკითხეთ, თუ რა უფლებით არ გვიშვებდნენ, მაგას კითხვა რად უნდაო, – გვიპასუხეს,” – ამბობს თორნიკე ხურციძე.

მისივე თქმით, მანამდე პრობლემები შეექმნა “მე-9 არხის” გადამღებ ჯგუფს: ისინი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში არ შეუშვეს, სადაც დღეს დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი